კუმანი - „პარი სენ-ჟერმენთან“ კარგ, თანაბარ დუელს ველოდები
კუმანი - „პარი სენ-ჟერმენთან“ კარგ, თანაბარ დუელს ველოდები

დღეს გამართული წილისყრის შედეგად, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება.

კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა პარიზულ კლუბის წინააღმდეგ მისი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

„პსჟ ძლიერი გუნდია, რომლთანაც გვაქვს თამაშის გამოცდილება, – ციტირებს კუმანის სიტყვებს  As. – თუმცა, ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ, ასე რომ ჩვენ თანაბარი ძალის წყვილად უნდა მოვიაზრებოდეთ.

ბოლო წლებში პსჟ-მ ბევრი ფული დახარჯა, რომ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდეს ისეთ სერიოზულ ტურნირებზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა.

გასულ სეზონში ისინი ფინალში გავიდნენ და წელსაც ფინალში თამაში სურთ. თუმცა, „ბარსელონასაც“ იგივე სურვილი ამოძრავებს და ჩვენც ფინალში თამაშისთვის ვიბრძვით. ვფიქრობ, რომ ეს კარგი, თანაბარი დუელი იქნება“, – აცხადებს კატალონიელების მთავრი მწვრთნელი.