კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მისი გუნდის „ლევანტესთან“ მატჩი შეაფასა.
შეხვედრის ფავორიტმა, „ბარსელონამ“ „ლევანტეს“ საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა – 1:0 (მესი 77წ.)
„ძალიან რთული თამაში იყო, – განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა LaLiga TV-სთან მიცემულ ინტერვიუში. – ბევრი მომენტი შევქმენით და თამაშის მსვლელობისას პროგრესს განვიცდიდით.
მეორე ტაიმში უკეთესად გამოვიყურებდით და მეტოქის საჯარიმოს ხშირად ვუტევდით, მაგრამ დაწინაურება მხოლოდ მატჩის მიწურულს მოვახერხეთ. ვფიქრობ, რომ ეს რთულად მისაღწევი, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება იყო“, – მიაჩნია რონალდ კუმანს.