კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოიყო
პარლამენტმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას მხარი დაუჭირა.
მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. გადაწყვეტილებას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება.