კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ლევან იოსელიანს შეხვდა

17:15, 03.02.2026

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.

„ყურადღება გამახვილდა კულტურის სამინისტროსა და სახალხო დამცველის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მინისტრმა სახალხო დამცველს კულტურის სფეროს საკითხებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი