კუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა #1TVSPORT
კუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა #1TVSPORT

კუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა. ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ასპარეზობდნენ.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ კუდოისტებს შესაბამისი მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ. სულ პრიზიორები 17 კატეგორიაში გამოვლინდა.

კუდო (დაიდო ჯუკუ) იაპონური სრული კონტაქტური საბრძოლო ხელოვნებაა. იგი დაარსდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. სპორტის ამ სახეობის ფუძემდებელია აზუმა ტაკაში (ტაკაში), რომელმაც შეძლო ისეთი სპორტის ელემენტების შერწყმა, როგორებიცაა კრივი, კარატე და ძიუდო.

საქართველოს კუდოს ფედერაცია ჩამოყალიბდა 2015 წლის 16 დეკემბერს. დაფუძნების მომენტიდან საქართველოს კუდოს ფედერაცია არის კუდოს საერთაშორისო ფედერაციის წევრი, 2017 წლიდან კი აღიარებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ.