კუბის სამხრეთით და იამაკის ჩრდილო-დასავლეთით 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. სტიქიის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ამ ეტაპზე, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, მიწისძვრის შემდეგ იამაკაზე, კაიმანის კუნძულებსა და კუბაზე გავრცელდა გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის შესახებ.