კუბის პრეზიდენტი - რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არის პოლიტიკური მანევრი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია
კუბის პრეზიდენტი - რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არის პოლიტიკური მანევრი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არის პოლიტიკური მანევრი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, – ამის შესახებ კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა.

მისი თქმით, კუბის ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენების მიზანი კუბაზე შესაძლო სამხედრო თავდასხმის გამართლებაა.

ამასთან, მიგელ დიას-კანელმა აშშ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა.

„აშშ იტყუება და მანიპულირებს 1996 წელს ნარკოტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილი მცირე ზომის თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კუბის პრეზიდენტმა.

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს. მაიამის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი ბრალდების მიხედვით, 94 წლის რაულ კასტროს ბრალი ედება აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაში, მკვლელობის ოთხ ეპიზოდსა და თვითმფრინავების ჩამოგდების ორ ფაქტში.