კუბის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს დაკავებას გმობს - „ეს არის ერის სუვერენიტეტის დარღვევა და თავდასხმა საერთაშორისო სამართალზე, არა, იმპერიალისტებო, ეს არ არის თქვენი ეზო ან სადავო ტერიტორია“
კუბის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს დაკავებას გმობს - „ეს არის ერის სუვერენიტეტის დარღვევა და თავდასხმა საერთაშორისო სამართალზე, არა, იმპერიალისტებო, ეს არ არის თქვენი ეზო ან სადავო ტერიტორია“

კუბის ხელისუფლება ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას და ნიკოლას მადუროს დაკავებას გმობს.

„კუბა გმობს ამ ქმედებებს, როგორც სახელმწიფო ტერორიზმის აქტს. ეს არის კრიმინალური თავდასხმა ჩვენი ამერიკის, მშვიდობის ზონის წინააღმდეგ, ერის სუვერენიტეტის დარღვევა, რომელიც დამოუკიდებლობის, ღირსებისა და სოლიდარობის სიმბოლოა და მიუღებელი თავდასხმა საერთაშორისო სამართალზე. არა, იმპერიალისტებო, ეს არ არის თქვენი ეზო ან სადავო ტერიტორია. ჩვენ არ ვაღიარებთ მონროს დოქტრინას, არც მეფეებს და არც მოძველებულ იმპერატორებს. ბოლივარის მიწა წმინდაა და მის შვილებზე თავდასხმა ჩვენი ამერიკის ყველა ღირსეულ შვილზე თავდასხმაა“, – განაცხადა კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.