კუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევს აშშ-ის მხრიდან მომავალ საფრთხეს და მზად უნდა იყოს, მათ შორის, სამხედრო აგრესიასთან გასამკლავებლად
კუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევს აშშ-ის მხრიდან მომავალ საფრთხეს და მზად უნდა იყოს, მათ შორის, სამხედრო აგრესიასთან გასამკლავებლად

კუბის ხელისუფლება პირობას დებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს აშშ-ის მხრიდან მომავალ საფრთხეს.

კუბის პრეზიდენტის, მიგელ დიას-კანელის განცხადებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს სერიოზულ საფრთხეებთან, მათ შორის სამხედრო აგრესიასთან გასამკლავებლად.

„ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, მოვემზადოთ მის თავიდან ასაცილებლად და, თუ ეს გარდაუვალი იქნება, გამარჯვებისთვის. ჩვენ გვჯერა დიალოგისა და მშვიდობის არაჩვეულებრივი ძალის, რომელიც პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის დავის ისტორიამ აჩვენა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველაფერზე, რაც გავლენას მოახდენს ჩვენი ორი ხალხის ცხოვრებაზე, თუ მათ ჩაითრევენ უაზრო, არალოგიკურ კონფლიქტში, რომლისთვისაც არ არსებობს საბაბი ან გამართლება მაშინ, როდესაც ამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია ერთად“, – აღნიშნა კუბის პრეზიდენტმა.