კუბის ხელისუფლებამ მოგზაურებს განსაკუთრებული გარემოების ფარგლებში, ქვეყანაში საკვებისა და მედიკამენტების შეტანის ნება დართო

11:55, 15.07.2021

კუბის ხელისუფლებამ მოგზაურებს განსაკუთრებული გარემოების ფარგლებში, ქვეყანაში საკვებისა და მედიკამენტების შეტანის ნება დართო.

ამასთან, არ მოხდება პროდუქციის დაბეგვრა, მისი ღირებულების მიუხედავად. თუმცა, მგზავრებმა ასეთი ტიპის პროდუქტები პირადი ნივთებისგან განცალკევებით და ფიტოსანიტარული ნორმების დაცვით უნდა გადაიტანონ.

აღსანიშნავია, რომ კუბაში პანდემიის ფონზე საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებები მოჰყვა.

მსგავსი