„ბიბისი“ - კუბის ხელისუფლებამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აღლუმი გააუქმა
„ბიბისი“ - კუბის ხელისუფლებამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აღლუმი გააუქმა

კუბის ხელისუფლებამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აღლუმი გააუქმა. ინფორმაცია „სექსუალური განათლების ეროვნულმა ცენტრმა“ გაავრცელა. ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის საწინააღმდეგო ყოველწლიური ღონისძიების გაუქმების კონკრეტული მიზეზი ხელისუფლებას არ დაუსახელებია. განცხადებაში ნათქვამია, რომ „კონკრეტული გარემოებები არ უწყობს ხელს მსვლელობის წარმატებით ჩატარებას“.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ კუბელი აქტივისტები. მათ ხელისუფლების გადაწყვეტილებას „უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდეს.

„უფრო მრავალფეროვანი და პროგრესული კუბის მტრები ახლა ბედნიერები იქნებიან“, – აცხადებენ აქტივისტები.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საწინააღმდეგო აღლუმი კუბაზე 17 მაისს უნდა გამართულიყო.