კუბის დედაქალაქ ჰავანას ცენტრში მდებარე სასტუმროში ძლიერი აფეთქება მოხდა

20:24, 06.05.2022

კუბის დედაქალაქ ჰავანას ცენტრში მდებარე სასტუმროში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ცნობებით, სასტუმრო „სარატოგას“ რამდენიმე სართული აფეთქდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობენ. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები, მათ შორის ისტორიული „კაპიტოლიოს“ შენობა გადაკეტილია.

ამასთან, აფეთქებასთან დაკავშირებით მედიაში სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მსგავსი