კუბაზე უფლებადამცველებმა ლგბტ თემის მხარდამჭერი არასანქცირებული აქცია გამართეს
კუბაზე უფლებადამცველებმა ლგბტ თემის მხარდამჭერი არასანქცირებული აქცია გამართეს

კუბაზე უფლებადამცველებმა ლგბტ თემის წარმომადგენელთა მხარდამჭერი არასანქცირებული აქცია გამართეს. დემონსტრაციაში 100 აქტივისტი მონაწილეობდა. მათ ჰავანას სანაპიროდან კუბის დედაქალაქის ცენტრისკენ მსვლელობის გამართვა სცადეს, თუმცა ისინი პოლიციამ გააჩერა. რამდენიმე მომიტინგე პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადა. სამი მათგანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში კუბის ხელისუფლებამ ახალ კონსტიტუციაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ ჩანაწერის გაკეთებაზე უარი თქვეს. ამის მიზეზად მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე კუბელების უკმაყოფილება დაასახელა.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ კუბაზე 17 მაისს დაგეგმილი ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აღლუმი აღარ გაიმართება.

დატოვე კომენტარი