კუბაზე მეხის დაცემის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა 

19:28, 16.08.2019

კუბაზე მეხის დაცემის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უბედური შემთხვევა ჰავანადან აღმოსავლეთით 40 კილომეტრში, ქალაქ სანტა-კრუს-დელ-ნორტეს სანაპიროზე მოხდა.

არსებული ცნობებით, გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი არასრულწლოვანი ჰოსპიტალიზებულია.

მსგავსი