კუბაზე ძლიერი ქარბორბალის დროს სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა
კუბაზე ძლიერი ქარბორბალის დროს სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა

კუბაზე ძლიერი ქარბორბალის დროს სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 200-მდე პირი კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა სტიქიამ ჰავანაში ელექტროგადამცემი ხაზები, ხეები და ავტომობილები დააზიანა. ყველაზე რთული ვითარება დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, სადაც სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული შენობა ნაწილობრივ დაზიანდა.

სტიქიის შემდეგ ასობით მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. ამასთან, სანაპიროზე არსებული დასახლებები ნაწილობრივ დატბორილია.

ქარბორბალა კუბას საკმაოდ იშვიათად ატყდება თავს. ბოლო მსგავსი შემთხვევა 1940 წელს დაფიქსირდა.