კუბაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა
კუბაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

კუბაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. დასავლური მედიის ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცი ქვეყნის დედაქალაქ ჰავანის გარეუბანში დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეტაკების დროს გარდაიცვალა.

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცი სხვა დემონსტრანტებთან ერთად სამთავრობო შენობას თავს დაესხა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

პარალელურად ვრცელდება თვითმხილველების ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქუჩაში გადაადგილდებოდნენ.

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა დემონსტრანტებს „კონტრ-რევოლუციონერები“ უწოდა.

კუბაში საპროტესტო გამოსვლები 11 ივლისს დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი საკვების და მედიკამენტების დეფიციტს და მაღალ ფასებს, ასევე „კოვიდ 19-ის ეპიდემიის მართვის პროცესს აპროტესტებენ.