კუბას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

22:47, 10.10.2019

კუბას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. მიგელ დიას კანელი ქვეყნის პარლამენტმა 17 პრეტენდენტს შორის აირჩია. ის მანამდე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

პრეზიდენტის პოსტის შემოღებას თებერვალში საკონსტიტუციო რეფერენდუმზე კუბის ელექტორატის 73%-მა დაუჭირა მხარი. მიგელ დიას კანელი ქვეყანას სათავეში მომდევნო ხუთი წლის ვადით ჩაუდგება.

მსგავსი