კუბას 1976 წლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
კუბას 1976 წლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

კუბას, 1976 წლის შემდეგ პირველად, პრემიერ-მინისტრი ჰყავს. კუბის ერთპალატიანმა პარლამენტმა, ეროვნულმა ასამბლეამ პრემიერის თანამდებობაზე ტურიზმის მინისტრს, მანუელ მარერო კრუსს ერთხმად დაუჭირა მხარი.

მანუელ მარერო კრუსის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა წარუდგინა.

პრემირ-მინისტრის პოსტი კუბის რევოლუციის ლიდერმა ფიდელ კასტრომ 1976 წელს გააუქმა. მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა ქვეყანაში მიმდინარე წლის დასაწყისში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად აღდგა.

მარერო 15 წლის განმავლობაში ტურიზმის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.