კუ-კლუქს კლანის ერთ-ერთი ლიდერი 92 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა
კუ-კლუქს კლანის ერთ-ერთი ლიდერი 92 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა

კუ-კლუქს კლანის ერთ-ერთი ლიდერი ციხეში გარდაიცვალა. 92 წლის ედგარ რეი კილლენი 60-იანებში ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, რომელმაც ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი სამი აქტივისტის მკვლელობის გამო 60 წელი ციხეში გაატარა.

ის ფიგურირებს აშშ-ში ფერადკანიანების უფლებების დამცველთა მასობრივ მკვლელობასა და ცხედრების გადამალვაში, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.

2005 წელს გამართულ სასამართლოზე კი პროკურორმა განმარტა, რომ სწორედ ედგარ რეი კილლენმა გაუწია ორგანიზება მასობრივ მკვლელობას და სწორედ მან გასცა განკარგულება მოკლულთა ცხედრების გადამალვაზე.

კკკ-შიგაწევრიანებამდე, კილენნი ბაპტისტური ეკლესიის მქადაგებელი იყო, სწორედ ამიტომ ბრალდების შემდეგ ნაფიცმა მსაჯულთა ნაწილმა მის საქმეში ჩართვაზე უარი თქვა.

კუ-კლუქს კლანი აშშ-ში რასისტულ-ტერორისტულ ორგანიზაცია იყო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სეგრეგაციასა და შავკანიანთა დისკრიმინაციას ძალისმიერი მეთოდებით ეწეოდა, ხშირად ისინი ლინჩის წესსაც მიმართავდნენ.