კრწანისისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

08:15, 23.02.2021

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 23 თებერვალს კრწანისისა და საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

მსგავსი