„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

გამოძიება მათ სსკ 181 მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად გამოძალვას გულისხმობს და ასევე 386 მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის ჯგუფურად დარღვევას ითვალისწინებს.

სავარაუდოდ დღეს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. დაზარალებული ქიაზიმ გახრამანოვი ამბობს, რომ ინციდენტში ხუთ რიგითი და ერთი  სერჟანტი მონაწილეობდა. წვევამდელი კონფლიქტში მონაწილე ყველა პირის დაკავებას ითხოვს.