კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება
კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება

კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლევან ჯაფარიძემ კრწანისის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„როგორც იცით, კრწანისის რაიონში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. საზოგადოებას უახლოეს დღეებში ლევან ჯაფარიძის კანდიდატურას წარვუდგენთ. ის ამდენი ხნის განმავლობაში, კრწანისის რაიონის გამგებელი იყო. ჩვენ ერთად ვახორციელებდით იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ამ რაიონისთვის იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. ლევან ჯაფარიძე უკვე საკრებულოდან დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ, მას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება და აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, ლევან ჯაფარიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.