კრწანისის I ჩიხის N11-სა და N17-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
კრწანისის I ჩიხის N11-სა და N17-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი სექციური საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდის გამაგრება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება.
„კრწანისის I ჩიხის N11-სა და N17-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი სექციური საყრდენი კედელი ეწყობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 123 მეტრის სიგრძის საყრდენი კედელი მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ფერდის გამაგრებასა და გრუნტის გადაადგილებით გამოწვეული რისკების შემცირებას. რა თქმა უნდა, აღნიშნული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მოსახლეობის უსაფრთხოებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.