კროოსმა მომავალ ზაფხულში, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს - გერმანელს კარიერის პიკზე სურს წასვლა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ დაასრულოს კარიერა.
როგორც გაზეთი AS წერს, 32 წლის ფეხბურთელი უარს აცხადებს მადრიდულ კლუბთან ახალი კონტრაქტის განხილვაზე. მიმდინარე ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულში გასდის ვადა.
ამიტომაც „რეალში“ ვარაუდობენ, რომ გერმანელი კარიერის დასრულებას გეგმავს. კროოსს სურს პიკზე წავიდეს და არ ითამაშოს იმდენი, რამდენიც შეუძლია. გარდა ამისა, ტონის არ უნდა ხელი შეუშალოს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას.
ამასთან დაკავშირებით, „რეალმა“ უკვე დაიწყო ნახევარმცველისთვის შემცვლელის ძებნა. ერთ-ერთი კანდიდატია გომეს და სილვა „ფლამენგოდან“.