კრივში ყოფილ ჩემპიონს შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

09:13, 14.08.2018

ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიო ყოფილ ჩემპიონს, არგენტინელ კარლოს ბალდომირს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. არგენტინის ქალაქ სანტა ფეს პროკურორი სასამართლოსგან ითხოვს, 47 წლის მოკრივეს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯოს. მას საკუთარი ქალიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

გამოძიება ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა პოლიციას განცხადებით მსხვერპლის დედამ მიმართა. ერთი წლის შემდეგ, ბალდომირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, – წერს BoxingScene.

ფსიქოლოგები, რომლებიც გოგონასთან მუშაობდნენ, იმ აზრამდე მივიდნენ, რომ მან „ლოგიკური და აზრიანი ისტორია“ მოყვა და ამბავი არ მოუგონია.

გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ბალდომირმა ძალადობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როცა გოგონა 7 წლის იყო.

ბალდომირი კრივიდან 2014 წელს წავიდა.

მსგავსი