კრივში ყოფილ ჩემპიონს საკუთარ ქალიშვილზე ძალადობისთვის 18 წელი მიუსაჯეს
კრივში ყოფილ ჩემპიონს საკუთარ ქალიშვილზე ძალადობისთვის 18 წელი მიუსაჯეს

ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ კარლოს ბალდომირს (ფოტოზე, მარჯვნივ) 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს საკუთარ ქალიშვილზე სექსუალური ძალადობის გამო, – წერს „ვორლდ ბოქსინგ ნიუსი“ (World Boxing News).

48 წლის ბალდომირს სასამართლოში ყოფილმა ცოლმა უჩივლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ არგენტინელმა ქალიშვილის შევიწროება მაშინ დაიწყო, როცა ის რვა წლის იყო. საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა მოკრივის ბრალეულობა და მას ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნავენ, რომ სასამართლოზე ბალდომირი გამომწვევად იქცეოდა.

ბალდომირმა კარიერაში 49 გამარჯვება მოიპოვა და 16-ჯერ დამარცხდა. ბოლო ბრძოლა მან 2014 წელს ჩაატარა. არგენტინელის მეტოქეებს შორის იყვნენ ფლოიდ მეივეზერი, საულ ალვარესი და ვერნონ ფორესტი.