მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) პრეზიდენტმა მაურისიო სულეიმანმა ახალი წონითი კატეგორიის სახელწოდება გამოაცხადა.
ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება – დაარქვას 90.7-დან 101.6 კილოგრამამდე კატეგორიას „ბრიჯერვეითი“.
დივიზიონს ეს სახელი მიენიჭა ექვსი წლის ბიჭის ბრიჯერ უოკერის საპატივცემულოდ. პანდემიის დროს მან სერიოზული ტრავმები მიიღო, როცა საკუთარი უმცროსი და ძაღლის თავდასხმისგან იხსნა.
„ბრიჯერვეითი“ იქნება ერთგვარი ხიდი პირველ მძიმე წონასა და სუპერმძიმე წონას შორის.
სულეიმანმა ახალი წონითი კატეგორიის შექმნა იმით ახსნა, რომ ბოლო წლებში მძიმეწონოსნები გაცილებით მსხვილები გახდნენ.