კრივოი როგზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დაზიანდა
საჰაერო დარტყმის შედეგად, კრივოი-როგში უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დაზიანდა
კრივოი-როგზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დაზიანდა. მასში საზოგადოებრივი მაუწყებლის დნიპროს საკორესპონდენტო ბიუროა განთავსებულია.

წინასწარი მონაცემებით, შენობაში 50-ზე მეტი ფანჯარა ჩაიმსხვრა და ავეჯი დაზიანდა.

გარდა ამისა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტები იუწყებიან, დაზიანებულია ტელევიზიის შენობის ჭერი.
კრივოი-როგში უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ადმინისტრატორის, ირინას განცხადებით, ამჟამად შენობისთვის მიყენებული ზარალის შეფასება მიმდინარეობს.
„თითქმის ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა და შიდა კარებები დაზიანდა. მადლობა ღმერთს, არავინ დაშავებულა, რადგან შემთხვევა ღამით მოხდა. დაცვის თანამშრომელიც კარგად არისა. ამჟამად ზარალის შეფასება და დოკუმენტირება მიმდინარეობს. ტექნიკაც გადარჩა; ის იმ კაბინეტებში იყო განთავსებული, რომლებიც არ დაზიანებულა“, – აღნიშნა მან.

სტატიის ავტორი: ოლგა ვაგნერი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine / суспільне україне)
ფოტოების ავტორი: უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის დნიპროს ოფისი
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი, 2026 წელი, 11:42 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)
