კრივი - სახილ ალახვერდოვი ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]
კრივი - სახილ ალახვერდოვი ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა მოკრივე სახილ ალახვერდოვმა მეოთხედფინალში ბრიტანელი აქილ აჰმედი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

სახილ ალახვერდოვმა ნახევარფინალში გადასვლის შემდეგ, პირველი კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და განაცხადა, რომ მომდევნო მეტოქის დამარცხებას და ფინალში ასპარეზობას გეგმავს.

ნახევარფინალში სახილის მეტოქე იტალიელი ფედერიკო სერა იქნება.