ექვს სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ განაცხადა, რომ დაუმარცხებელ ფლიოდ მეივეზერთან რევანშისთვის ემზადება.
მენი პაკიაო: „ამ წლის დეკემბერში საჩვენებელ ბრძოლას გავმართავ. ფლიოდ მეივეზერთან მოლაპარაკებები გრძელდება და თუ საბოლოოდ დათანხმდება, ჩვენ პრფესიონალი მოკრივეების ნამდვილ ორთაბრძოლას გავმართავთ. ვნახოთ, ახლა მოლაპარაკების პროცესში ვართ. რაც შეეხება მაკრეგორთან დაპირისპირებას, როგორც ვიცი, ის აღარ ჩხუბობს“.
შეგახსენებთ, რომ ფილიპინელმა ბოლო ბრძოლა 2021 წელს კუბელ იორდენის უგასუსთან გამართა. 42 წლის პაკიაო კუბელთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და WBA-ის ჩემპიონის ტიტული დათმო.