კრივი - ოთარ ერანოსიანი ნახევარფინალშია | მინსკი 2019
კრივი - ოთარ ერანოსიანი ნახევარფინალშია | მინსკი 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთი მედალი გაინაღდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოკრივე ოთარ ერანოსიანმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე ჯავიდ ჩალაბიევი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ გაბილ მამედოვს შეხვდება.

ეს ბრძოლა 28 ივნისს გაიმართება.