კრივი - ოთარ ერანოსიანი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ქართველმა მოკრივე ოთარ ერანოსიანმა (60 კგ) ნახევარფინალური მატჩი დათმო რუსეთის წარმომადგენელ გაბილ მამედოვთან და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მატჩმა რუსი სპორტსმენის სრული უპირატესობით ჩაიარა და საბოლოოდ 5-0 დასრულდა.

ოთარ ერანოსიანმა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და განაცხადა, რომ უფრო მეტის მიღწევა სურდა, თუმცა შედეგით კმაყოფილია.

დღესვე, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი გავა რინგზე: 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში სახილ ალახვერდოვი იტალიელ ფედერიკო სერას შეხვდება.