კრივი - ნიკოლოზ ბეგაძე მეოთხედფინალში დამარცხდა | მინსკი 2019  [ვიდეო]
კრივი - ნიკოლოზ ბეგაძე მეოთხედფინალში დამარცხდა | მინსკი 2019  [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი მოკრივე ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ) ბელარუს ვლადისლავ სმიაგლიკოვთან დამარცხდა, ანგარიშით 3:2.

შეგახსენებთ, რომ კრივში საქართველოს სახელით ბრძოლას განაგრძობს სახილ ალახვერდოვი (49 კგ), რომელიც დღეს ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

ქართველი მოკრივეების გამოსვლა საქართველოს პირველ არხთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბეჟან ჭიჭინავამ შეაფასა და განაცხადა, რომ ბეგაძის ორთაბრძოლაში მსაჯები მასპინძელი სპორტსმენის მიმართ მიკერძოებულები იყვნენ.

28 ივნისს, ფინალში გასვლისთვის, ალახვერდოვი იტალიელ ფედერიკო სერასთან ირძოლებს.

დატოვე კომენტარი