კრივი | მადიევმა 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადაზე მოკრივეთა შეჯიბრებაც დაიწყო. საქართველოს წარმომადგენელ ესკერხან მადიევს (63-69 კგ) სერიოზული მეტოქე ჰყავდა – აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ლორენცო სოტომაიორი.
შეხვედრა ჩვენიანის უპირატესობით წარიმართა, მსაჯთა გადაწყვეტილებით პირველი რაუნდიც მოიგო და მეორეც. მესამე კი დროზე ადრე დასრულდა – სოტომაიორის ტრავმის გამო გამარჯვება ესკერხანს მიენიჭა.
1/8 ფინალში მადიევის მეტოქე უგანდელი მოკრივე შადირი ბვოგი იქნება. შეხვედრა 27 ივლისს გაიმართება.