კრივი | ლაშა გურული ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ჩაატარებს.
ქართველის მეტოქე აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი იქნება. ორთაბრძოლა თბილისის დროით 22:48 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოლიმპიადის კრივის ტურნირზე დებიუტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა (92კგ) პირველი ორთაბრძოლა გამართა.
ქართველი აზიის ჩემპიონს, ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა და ოლიმპიადას დაემშვიდობა.