კრივი | ლაშა გურული დღეს გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ) დღეს მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრას ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირისთან გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 23:36 საათზე დაიწყება.
ქართველი მოკრივე გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს და ნახევარფინალიდან ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
გურულმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს ოლიმპიადის კრივის ტურნირზე დებიუტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა (92კგ) პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა. ქართველი სპორტსმენი აზიის ჩემპიონთან, ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ოლიმპიადას დაემშვიდობა.