კრივი - ლაშა გურული ასპარეზობას გამოეთიშა | მინსკი 2019 [ვიდეო]
კრივი - ლაშა გურული ასპარეზობას გამოეთიშა | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა (64 კგ) მერვედფინალში თურქ თუგრულჰან ერდემირთან ანგარიშით 1:4 დათმო და ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ქართველს რუმინელი დმიტრი გალაგოტი ჰყავდა დამარცხებული.

დღეს კიდევ ორი ქართველი მოკრივე გამოვა რინგზე – სახილ ალახვერდოვი (49 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ).

დატოვე კომენტარი