კრივი | ენტონი ჯოშუამ ოტო ვალინი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა #TVSPORT
საუდის არაბეთში, ერ-რიადში მასშტაბური საკრივო საღამო გაიმართა, რომელშიც სპორტის ამ სახეობის მოყვარულებმა არაერთი ვარსკვლავის ბრძოლა იხილეს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონს, მძიმეწონოსანი ბრიტანელი მოკრივის, ენტონი ჯოშუასა და ასევე ყოფილი ჩემპიონის, შვედი ოტო ვალინის დაპირისპირება.
ჯოშუა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, უსიკთან წაგებამდე, WBA, IBF, WBO -ის ქამრებს ფლობდა, ფავორიტად მიიჩნეოდა. ბრიტანელმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და შვედი მეტოქე ხუთ რაუნდში (ტექნიკური ნოკაუტით) დაამარცხა – ვალინის სეკუნდანტებმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
ენტონი ჯოშუას ანგარიშზე 30 ბრძოლა და 26 გამარჯვებაა (24 ნოკაუტით). შვედის მონაგარი კი ასე გამოიყურება – 29 ბრძოლა და 26 გამარჯვება (14 ნოკაუტით).