კრისტოფერ ვრეი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას შეინარჩუნებს
კრისტოფერ ვრეი გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას შეინარჩუნებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრესმდივანმა ჯეინ ფსაკიმ გააკეთა.
„მინდა, ძალიან ნათლად განვაცხადო, პრეზიდენტ ბაიდენი თვლის, რომ გამოძების ფედერალურ ბიუროს ისევ ვრეიმ უნდა უხელმძღვანელოს, პრეზიდენტი მის როლში და შესრულებულ საქმიანობაში დარწმუნებულია“,- წერს ჯეინ ფსაკი თვითერზე.
I caused an unintentional ripple yesterday so wanted to state very clearly President Biden intends to keep FBI Director Wray on in his role and he has confidence in the job he is doing.
— Jen Psaki (@PressSec) January 21, 2021