კრისტოფერ ლანდაუ – მე ვიკითხე სახელმწიფო დეპარტამენტში, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე ევროპიდან ვინ მიიღო მეტი თანხა, რუსეთმა თუ უკრაინამ? პასუხი იყო რუსეთი, დიდი სხვაობით
ევროპაში ჩემს მოგზაურობასთან დაკავშირებით ვკითხე სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის ქვეყნებმა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე, ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე პერიოდში, რუსეთს მეტი თანხა მიაწოდეს თუ უკრაინას? გაკვირვებული დავრჩი, როდესაც პასუხი იყო: რუსეთი, და დიდი სხვაობით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ სოციალურ ქსელში წერს.
„ვიცოდი, რომ ბევრი ქვეყანა დაკავშირებული იყო ენერგეტიკით რუსეთთან, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა მასშტაბზე და რამდენად (კოლექტიურად) დაიჩრდილა მათი დახმარება უკრაინისთვის. გთხოვთ, იხილოთ ცხრილი. რუსეთისთვის გაგზავნილი თანხა ლურჯადაა, უკრაინისთვის გაგზავნილი – ნარინჯისფრად“, – განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.
In connection with my trip to Europe this week, I asked the @StateDept whether the nations of Europe had provided more money to (a) Russia or (b) Ukraine between the invasion in February 2022 and President Trump’s return to office in January 2025. I was surprised that the answer… pic.twitter.com/fZZuyL2rNU
— Christopher Landau (@DeputySecState) December 6, 2025