კრისტოფერ ჰარპერი - საქართველო ალიანსის ფანტასტიური პარტნიორია
კრისტოფერ ჰარპერი - საქართველო ალიანსის ფანტასტიური პარტნიორია

უდავოა, რომ საქართველო უცილებლად გახდება ნატო-ს ღირსეული წევრი , – ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ წევრმა, კრისტოფერ ჰარპერმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

კრისტოფერ ჰარპერის თქმით, საქართველო ალიანსის ფანტასტიური პარტნიორია.

„რუსეთის მტრული დამოკიდებულება ძალიან ნათელია და ეს არის პრობლემა არა მარტო ნატო-სთვის. ჩვენ ხშირად უნდა შევშფოთდეთ მისი ქმედებების გამო, რომლებიც გაცდენილია და იგნორირებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების. ის, რასაც ვხედავთ, მათ შორის, უკრაინაში, ყირიმში, რაც მოხდა ბრიტანეთის ქუჩებშიც, არის იმის დასტური, რომ ყველანი ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფანტასტიური პარტნიორია, ბევრი სისხლი და ოფლი გაიღო ალიანსისთვის, ვერც ვისურვებდით უკეთეს პარტნიორს ნატო-სთვის. ადრე თუ გვიან, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ეს უბრალოდ დროის საკითხია, რადგან ალიანსის წევრ 29 სახელმწიფოს იმდენი პოლიტიკური მიზეზი აქვთ, რომ ზოგჯერ შენელებულია მათი რეაგირება. მაგრამ უდავოა, რომ საქართველო უცილებლად გახდება ნატო-ს ღირსეული წევრი“, – განაცხადა კრისტოფერ ჰარპერმა.