კრისტოფ გალტიე - არ მინდა, რომ ნეიმარი წავიდეს #1TVSPORT
კრისტოფ გალტიე - არ მინდა, რომ ნეიმარი წავიდეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ თავის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

„დიდი სიხარულით და სიამაყით ვუერთდები „პარი სენ-ჟერმენს“ მწვრთნელის რანგში. მადლობას გადავუხდი პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფისა და სპორტულ დირექტორს ლუიშ კამპუშს ნდობისთვის.

ვიცი, როგორი პასუხისმგებლობაა ასეთი ექსტრაორდინალური გუნდის გაწვრთნა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და სანახაობრივია ევროპაში.

მოუთმენლად ველოდები ნიჭიერ მოთამაშეებთან მუშაობის შესაძლებლობას. ჩვენ ვიცით, რომ პსჟ წარმოადგენს ფრანგული და საერთაშორისო ფეხბურთის ნაზავს. ამბიცია, სიმკაცრე და პოტენციალის ოპტიმიზაცია იქნება ჩემი სამუშაო პრინციპები“, – განაცხადა გალტიემ.

პარიზელთა ახალ მწვრთნელს გუნდის ფორვარდთან ნეიმართან სავარაუდო თანამშრომლობაზეც ჰკითხეს, რაზეც გალტიემ ასე უპასუხა:

„ნეიმარი მსოფლიო დონის მოთამაშეა, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. რომელი მწვრთნელი არ ისურვებდა მასთან მუშაობას? მე მაქვს მკაფიო წარმოდგენა იმაზე, რას ველოდები მისგან. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ის დარჩეს“.