კრისტიან ურსე - უმრავლესობისა და ოპოზიციის დიალოგი არის რთული და ვცდილობთ, მოვძებნოთ საბოლოო გამოსავალი
კრისტიან ურსე - უმრავლესობისა და ოპოზიციის დიალოგი არის რთული და ვცდილობთ, მოვძებნოთ საბოლოო გამოსავალი

ჩვენ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, ეს არის კომპლექსური და რთული პროცესი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ განაცხადა.

როგორც კრისტიან ურსემ აღნიშნა, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მარტივი არ არის, თუმცა არის პოზიტიური ნიშნები.

„მე ვახსენებ პოლიტიკურ დიალოგს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ამ დიალოგს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. ეს არის კომპლექსური და რთული პროცესი. წინ წაწევა იოლი არ არის, თუმცა ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს, რომ მხარეებს შეხვედრების გაგრძელების სურვილი აქვთ. ჩვენ, როგორც ამ პროცესის შუამავლები ვცდილობთ, ვიპოვოთ არსი, რათა მოვძებნოთ საბოლოო გამოსავალი“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.