კრისტიან ურსე - საპარლამენტო დელეგაციების დასკვნები იყო კარგი საშუალება, საარჩევნო საკითხები საქართველოს კანონმდებლობაში აისახოს
კრისტიან ურსე - საპარლამენტო დელეგაციების დასკვნები იყო კარგი საშუალება, საარჩევნო საკითხები საქართველოს კანონმდებლობაში აისახოს

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელი კრისტიან ურსე აცხადებს, რომ საპარლამენტო დელეგაციების დასკვნები იყო კარგი საშუალება, საარჩევნო საკითხები საქართველოს კანონმდებლობაში აისახოს.

„არჩევნების დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა დასკვნები უკვე გამოაქვეყნეს. იყო რამდენიმე საპარლამენტო დელეგაცია. ვფიქრობ, დასკვნები იყო დაბალანსებული. აჩვენა, როგორც მიღწევები არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით, ასევე რიგი ხარვეზები. საპარლამენტო დელეგაციების დასკვნები იყო კარგი საშუალება, რომ აისახოს საარჩევნო საკითხები კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებული თემები, აჩვენებს ბევრ მიმართულებებს, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.