კრისტიან პანუჩი - ახლა ვარჯიშების განახლება ნამდვილი სიგიჟე იქნება
კრისტიან პანუჩი - ახლა ვარჯიშების განახლება ნამდვილი სიგიჟე იქნება

„მილანის“, „ინტერის“, „რომასა“ და „რეალ მადრიდის“ ყოფილი მცველი კრისტიან პანუჩი კორონავირუსის პანდემიის დროს ჩემპიონატების შეჩერების თაობაზე საკუთარ აზრს გამოთქვამს. იტალიელის აზრით, სანამ ეს ინფექცია მძვინვარებს, ვარჯიშების განახლება სიგიჟე იქნება.

„სანამ ეს ვირუსი ამდენ ადამიანს კლავს, ვფიქრობ, ვარჯიშების განახლება სიგიჟე იქნება. ახლა ფეხბურთს შეუძლია, ცოტათი დაისვენოს. იტალიაში, სადაც ახლა ვარ, ნამდვილი ტრაგედია ტრიალებს და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ახლა ყველანი სახლში უნდა დავრჩეთ“, – ამბობს პანუჩი ესპანურ გამოცემა „მარკასთან“ ინტერვიუში.

კორონავირუსით გამოწვეული დაავადების პირველი შემთხვევები 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა, 2020 წლის 11 მარტს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.