კრისტიან დანიელსონი - ვიმუშავებთ, ვიდრე პარტიები წინ წასასვლელ გზას არ იპოვიან, ვიმედოვნებ, ხვალ გვექნება პროგრესი, ყველა არის მზად, იფიქროს კომპრომისზე
კრისტიან დანიელსონი - ვიმუშავებთ, ვიდრე პარტიები წინ წასასვლელ გზას არ იპოვიან, ვიმედოვნებ, ხვალ გვექნება პროგრესი, ყველა არის მზად, იფიქროს კომპრომისზე

ხვალაც გავაგრძელებ მუშაობას, ჩემი განზრახვაა, ვიმუშაო და დავეხმარო პარტიებს გამოსავლის მოძებნაში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

„ეს არის რთული და კომპლექსური საკითხები, საკითხები, რომლებიც ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს და წავიდნენ კომპრომისზე. ყოველთვის, როცა კომპრომისისკენ მიდიხარ, ამას დრო სჭირდება? სჭირდება. ჩემი მოლოდინი ყოველთვის იყო, რომ ვიმუშავებთ მანამდე, ვიდრე პარტიები წინ წასასვლელ გზას არ იპოვიან. იმედი მაქვს, ხვალ გვექნება პროგრესი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და მე ეს ვუთხარი პარტიებს. ყველა არის მზად, რომ იფიქროს კომპრომისზე. მე დღესაც მინდოდა, მეთქვა, რომ პარტიებმა იპოვეს გამოსავალი. ახლა ნათელია, რომ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ხვალაც გავაგრძელებ მუშაობას. ჩემი განზრახვაა, რომ ვიმუშაო და დავეხმარო პარტიებს გამოსავლის მოძებნაში“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყნაში რჩება და მოლაპარაკების პროცესს განაგრძობს.

დანიელსონმა დღეს შეხვედრები გამართა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუმცა მოლაპარაკების კონკრეტული შედეგი ჯერ უცნობია.