კრისტიან დანიელსონი - სამწუხაროდ, პარტიების მხრიდან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი
კრისტიან დანიელსონი - სამწუხაროდ, პარტიების მხრიდან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი

სამწუხაროდ მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, ის პრეზიდენტ მიშელს მოახსენებს ყველაფერს, რაც ამ კვირაში ხდებოდა.

„სამწუხაროდ მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, როდის იქნება ისინი გადადგმული. მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე ვიცი, რამდენად ელოდებოდით, რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო პროცესის მსველობაში. არასამთავრბო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს, ასევე მედიას ჰქონდა მაღალი დონე ამ პროცესის გაშუქების და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა. როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდი, ამ დარწმუნებას ჩავიტან იქ, რომ ასეთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მზად არის, რომ დაეხმაროს საქართველოს ყველა ნაბიჯზე ამ გზაზე“, – განაცხადა დანიელსონმა.