კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამ წუთები ის „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს ხვდება.

„ლელო საქართველოდან“ შეხვედრას ესწრებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ – გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდა „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელთან შეხვედრაც გაიმართება.