კრისტიან დანიელსონი - მთავარია კრიზისიდან გამოსვლა და რეალურ საკითხებზე კონცენტრირება, როგორებიცაა კოვიდპანდენია, ეკონომიკა, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული გზა
კრისტიან დანიელსონი - მთავარია კრიზისიდან გამოსვლა და რეალურ საკითხებზე კონცენტრირება, როგორებიცაა კოვიდპანდენია, ეკონომიკა, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული გზა

კომპრომისი ყველასთვის რთულია, ეს საჭიროებს პოლიტიკურ ნებას, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პირველი არხის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, როდესაც საუბარია კომპრომისებზე, რომელი მხარე არის ნაკლებად დამყოლი კომპრომისისადმი, ასევე შემუშავებულ დოკუმენტში რომელი საკითხებია, რასთან დაკავშირებითაც პოზიციები დაახლოებულია, დანიელსონმა აღნიშნა, რომ დეტალებში ვერ შევა.

„მე არ ვარ მზად ამ დეტალებზე სასაუბროდ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ასეთი კომპრომისი ყველასთვის რთულია. ეს საჭიროებს პოლიტიკურ ნებას, რომ გადაიდგას საჭირო ნაბიჯები. მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ინტერესი არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, მთავარია ამ კრიზისიდან გამოსვლა და რეალურ საკითხებზე კონცენტრირება. ეს არის კოვიდპანდენია, ეკონომიკა, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული გზა“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.