კრისტიან დანიელსონი - გადამწყვეტია სტრუქტურული საკითხების გადაჭრა, რომლებიც ეხება საარჩევნო რეფორმასა და მართლმსაჯულებას
კრისტიან დანიელსონი - გადამწყვეტია სტრუქტურული საკითხების გადაჭრა, რომლებიც ეხება საარჩევნო რეფორმასა და მართლმსაჯულებას

ჩემი აზრით, გადამწყვეტია სტრუქტურული საკითხების გადაჭრა, რომლებიც ეხება საარჩევნო რეფორმასა და მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განუცხადა.

კითხვაზე, რა არის დანიელსონის მიერ ჩამოტანილი წინადადება ვადამდელ არჩევნებთან და მელია-რურუას საკითხთან დაკავშირებით, ასევე რას თმობს ოპოზიცია ამ მიმართულებით, დანიელსონმა აღნიშნა, რომ დეტალებში ვერ შევა.

„მე დეტალებში არ შევალ. ხვალ წარმოვადგენ დოკუმენტს. თქვენ იცით საკითხები, რომლებიც ჩამოთვლილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ. უფრო წინ რომ გავიხედოთ, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი აზრით, გადამწყვეტია სტრუქტურული საკითხების გადაჭრა, რაც ეხება საარჩევნო რეფორმასა და მართლმსაჯულებას. ცხადია, სხვა საკითხებიც არის ჩვენს წინადადებაში“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.